ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დაინტერესებული პირებისთვის 19 სექტემბრიდან ახალ სასწავლო კურსს იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

უწყების განცხადებით, სასწავლო კურსის თემატიკა შეეხება ელექტროენერგეტიკული სექტორის რეგულირებას.

კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე: ენერგეტიკის სექტორის სამართლებრივი საფუძვლები და საკანონმდებლო ჩარჩო; ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები; ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებში; ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები და ბირჟაზე ვაჭრობის პარამეტრები; სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები; მომხმარებელთა უფლებები და მომსახურების ხარისხი ელექტროენერგეტიკის სექტორში.

ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან.

სემეკის ცნობით, კურსის ფარგლებში დაგეგმილია 10 შეხვედრის ორგანიზება და ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 სთ-ზე, ხოლო თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 2-3 საათს შეადგენს. მონაწილეებს შეეძლებათ ტრენინგებზე როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური დასწრება. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსის ძირითადი ხარჯები დაიფარება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, აქედან მონაწილეობის მსურველისთვის კურსის სიმბოლური ოდენობა 100 ლარს შეადგენს.

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემული ბმულის საშუალებით:

https://us06web.zoom.us/meeting/register/tZIod-yoqzkuHtRmf7RsaC47VNUPESawobPD

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია