პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის რეგიონული შეხვედრების ციკლი მცხეთა-მთიანეთის მხარეში გრძელდება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა რეგიონული შეხვედრების ციკლი მცხეთა-მთიანეთის მხარეში გააგრძელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ლელა ჯანაშვილი და ოთარ ჩახუნაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, დავით ნოზაძეს შეხვდნენ, სადაც მას სამსახურის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობა გააცნეს.

„შეხვედრის ფარგლებშიც ლელა ჯანაშვილმა ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, მისი, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებს და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლები, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების იურიდიული და ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით ყარაშვილმა მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

რეგიონული შეხვედრების ციკლის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის უფროსის პირველი მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა უკვე გამართეს შეხვედრები იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

რეგიონულ შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო