ირაკლი კობახიძე - თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენი ინტერესი გაიზრდება, რომ საარჩევნო ბარიერი დაბლა დავწიოთ

თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი გაიზრდება, რომ საარჩევნო ბარიერი დაბლა დავწიოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი პოლარიზაციის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

„მთავარი ფაქტორი, რომელიც დაედება საფუძვლად მსჯელობას ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით არის, რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია. თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი გაიზრდება, რომ საარჩევნო ბარიერი დაბლა დავწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებრიობის სტაბილურობას, სისტემის სტაბილურობას და ასეთ დროს უფრო მაღალი ბარიერი არის მიზანშეწონილი. ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც დამოკიდებული იქნება პოლარიზაციის ხარისხზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში იქნება მოცემული“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს