თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომდგენლები ნატოში გაწევრიანების საკითხზე 26 აგვისტოს შეხვედრას გამართავენ

ნატოში გაწევრიანების თაობაზე ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პარასკევს, 26 აგვისტოს ფინეთში გაიმართება. მოლაპარაკებების თარიღი დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ დაადასტურა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი ოსკარ სტანსტრომი ხელმძღვანელობს.

მოლაპარაკებების მთავარი მიზანი იქნება მექანიზმის შემუშავება, რომელიც ქვეყნების მიერ ნატოს სამიტზე გაფორმებული მემორანდუმის განხორციელებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის, ფინეთის პრეზიდენტის, შვედეთის პრემიერ - მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის თანდასწრებით სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა 28 ივნისს მოეწერა.

მემორანდუმის ფარგლებში, ფინეთმა და შვედეთმა, როგორც ნატოს მომავალმა მოკავშირეებმა, პირობა დადეს, რომ სრულად დაუჭერენ მხარს თურქეთს მისი ეროვნული უსაფრთხოების ყველა საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში და აიღეს რიგი ვალდებულებები, რომლებზეც დამოკიდებულია თურქეთის მიერ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შესახებ დადებითი პასუხი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს