25 აგვისტოს, 09:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და უცხოელი სპეციალიტები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.1 (თსუ I კორპუსი, მე-2 სართული, თსუ მუზეუმი)
25 აგვისტოს, 11:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის.: ე.მინდელის ქ. N9
საკონტაქტო პირი: თამთა ბატიაშვილი - 595 767676.
25 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
25 აგვისტოს 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება პრესკონფერენცია ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟებული ვიტრინის შესახებ, სადაც გერმანელ სპეციალისტებთან ერთად განხილული იქნება პატრიარქის წერილის ტექნიკური ნაწილი, ანჩისხატის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მის: თავისუფლების მოედანი #4, შეხვედრების დარბაზი 2
საკონტაქტო: 555 399923; 558 593450