დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 54 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გაუწევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებით 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.

უკრაინაში 200-მდე დრონი გაიგზავნება შორ მანძილზე სადაზვერვო და თავდაცვითი უნარის გასაუმჯობესებლად.

პაკეტში ასევე შედის 850 მიკრო-დრონი, რომლებიც სპეციალურად ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლადაა შექმნილი მოახლოებული მტრის ძალების გამოსავლენად.

მედიის ცნობით, ოფიციალური ლონდონი გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას. დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ჯარისკაცებს უახლოეს კვირებში შეასწავლის თუ როგორ გამოიყენონ სპეციალური მანქანები ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს