ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და "მშვიდობიანი ცა" უსურვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მილოცვის ტექსტში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, გამბედაობა, ძალა და ღირსეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ გაანადგურებს ორი ქვეყნის ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან გულწრფელ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, - ნათქვამია ლუკაშენკოს მისალოც წერილში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს