სწავლის გაგრძელების მსურველი უკრაინელი მოსწავლეები სკოლებში კვლავ გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

2022-2023 სასწავლო წელს უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში სწავლის გაგრძელების საშუალება ისევ ექნებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სწავლის გაგრძელების მსურველი უკრაინელი მოსწავლეები სკოლებში კვლავ გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

უწყების ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში განათლებას 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე სწავლას უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს.

ცნობისთვის, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს