ხარაგაულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ხარაგაულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს უფროსმა გელა ბერაძემ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე პირებს კონსულტანტი თეა ჯანგიანი წარუდგინა, რომელიც ხარაგაულის მოსახლეობას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას.

იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოფისის გახსნის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა