იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი სამტრედიაში ამოქმედდა

სამტრედიაში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. სამსახურის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე პირებს წარუდგინა კონსულტანტი გიორგი გოგიტიძე, რომელიც სამტრედიის მოსახლეობას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოფისის გახსნის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, აგრეთვე, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებასთან, რომელთა შემადგენლობაში იურიდიული დახმარების სამსახურიდან კონსულტანტი გიორგი გოგიტიძე იქნება წარმოდგენილი.

„დღის მეორე ნახევარში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან. ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს