ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს

ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს, - სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„იქ ყოველწლიურად იმართება ნატო-ს სამხედრო წვრთნები და რეგიონში სამხედრო კომპონენტის მქონე არარეგიონული ქვეყნების არსებობა გვაწუხებს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს რუს კოლეგებს. ჩვენ ყოველწლიურად ვპასუხობთ ამ მოვლენებს საინფორმაციო მესიჯით“, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

ახსარ ჯიოევმა აღნიშნა, რომ საქართველოდან სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, "სამხრეთ ოსეთი" თავის სტრატეგიულ პარტნიორს მიმართავს.

„ჩვენ გვყავს პარტნიორი, მეგობარი - რუსეთი, რომელთანაც არის ორმხრივი შეთანხმებები ჩვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფება ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ჯიოევმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა ჟენევის ფორმატის მუშაობის მნიშვნელობაზე.

„ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი, სადაც სამხრეთ ოსეთს შეუძლია თავისი აზრი მსოფლიო საზოგადოებას მიაწოდოს. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი რესპუბლიკის, რუსი და აფხაზი პარტნიორების პოზიცია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ შემუშავდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ წინ წაწევა. თუმცა, მუშაობა ამ მიმართულებით უდავოდ გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯიოევმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024