იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია არ მიატოვებს უკრაინელ ხალხს

იტალია არ მიატოვებს უკრაინელ ხალხს - ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დი მაიომ დასძინა, რომ აუცილებელია დიპლომატიური გზის ძიება "მშვიდობის აღსადგენად და დემოკრატიის დასაცავად".

მანამდე, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირპინს ეწვია.

„სიკვდილი და სისასტიკე. ქალაქები დანგრეულია, მიწასთანაა გასწორებული: ეს არის სიმართლე. ომი რეალურია, შეხედეთ ამ სურათებს. მათ, ვისაც მინიმუმამდე დაჰყავს [რუსეთის უკრაინაში შეჭრა] დანაშაულის თანამონაწილეები არიან" , - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს