ადვოკატის განცხადებით, სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, ამერიკელი და შვეიცარიელი ექსპერტები მზად არიან ხვალვე ჩამოვიდნენ საქართველოში და მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაუშვებენ თუ არა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ორ უცხოელ ექსპერტს ამის თაობაზე პასუხი ჯანდაცვის სამინისტროსგან ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, თანხმობის შემთხვევაში, ამერიკელი და შვეიცარიელი ექსპერტები მზად არიან ხვალვე ჩამოვიდნენ საქართველოში და კლინიკა „ვივამედში“ შევიდნენ, სადაც მესამე პრეზიდენტი რამდენიმე თვეა მკურნალობს.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან სამედიცინო თვალსაზრისით მუშაობის მზაობა გამოთქვა კიდევ სამმა უცხოელმა ექსპერტმა. იმ შემთხვევაში, თუკი ჯანდაცვის უწყება თანხმობას გასცემს საქართველოში ჩამოსასვლელად ისინიც მზად არიან. როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, სააკაშვილთან ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ დრომდე ელოდებიან.

„ექსპერტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება და ვიმედოვნებთ, ეს იქნება დადებითი გადაწყვეტილება. რაც მოითხოვეს ჩვენ ყველაფერი წარვადგინეთ, ახლა კომისია იკრიბება და თუ დღის ბოლომდე გაგვცემენ პასუხს კარგი იქნება. უცხოელი ექსპერტები კი მზაობას გამოთქვამენ. ამერიკელი და შვეიცარიელი ორი ექსპერტი მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს და ექსპერტიზა ჩაატაროს. აღსანიშნავია, რომ ჯამში სულ ხუთი ექსპერტია და თუ დანარჩენებზეც გაიცა თანხმობა, ისინიც მზად არიან ხვალვე ჩამოვიდნენ და შეუდგნენ სამუშაოებს. ანუ მუშაობის შესახებ მზაობა ყველა ექსპერტისგან გამოთქმულია, ახლა, უბრალოდ პასუხს ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომელთანაც კომუნიკაცია ჯერჯერობით ფიზიკურად შეუძლებელია. ვურეკავთ და გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს კომისიის სხდომა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა