სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბესიკ თამლიანი კი იზოლატორიდან გათავისუფლდება

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების: ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ბესიკ თამლიანი კი დღევანდელ სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა, შესაბამისად, მისი გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოხდება.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ, შესაბამისად, მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა.

საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს გაგრძელდება.

2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი - ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, ლაშა სამხარაძე, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი დააკავეს. ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევს და ლაშა სამხარაძეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს კი, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ამასთან, ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული და მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება. თამლიანს აღნიშნულ საქმეზე 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება