გუბერნატორი - უკრაინელებმა ლუგანსკში ოკუპანტების ბაზას დაარტყეს, ლიკვიდირებულია 200 რუსი სამხედრო

ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ კადიევკაში უკრაინელმა მებრძოლებმა სასტუმრო “დონბასში“ ოკუპანტების ბაზაზე დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი „ტელეგრამში“ წერს.

„ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ კადიევკაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსების ბაზა, რომელიც მათ სასტუმრო „დონბასში“ ჰქონდათ მოწყობილი. ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის საჰაერო სადესანტო ჯარების 200 სამხედრო“, - აცხადებს გაიდაი.

მისი თქმით, ოკუპანტეებს სასტუმროში 2014 წლიდან იმყოფებოდნენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს