„საქართველოს ბანკის“ ბარათზე ვადიანი სამგზავრო ბარათის მიბმა მობილბანკით იქნება შესაძლებელი

„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, კომფორტული სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას მუდმივად ცდილობს - ამჯერად ბანკი მომხმარებლისთვის ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენას და მის საქართველოს ბანკის პლასტიკურ/ციფრულ ბარათზე მიბმას ხდის შესაძლებელს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1-ლი სექტემბრიდან, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები შეძლებენ, მობილბანკში ვადიანი სამგზავრო ბარათის ფუნქციონალით ისარგებლონ . ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსითა და საბაგიროთი (უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო) მგზავრობისას მომხმარებელს ვადიანი სამგზავრო ბარათის ტარება აღარ დასჭირდება.

მობილბანკიდან მისი შეძენისა და საბანკო ბარათზე მიბმის გარდა, ბარათის მარტივად მართვაც იქნება შესაძლებელი. მაგალითად, მომხმარებელი ბარათის გამოყენების მეთოდის და ბარათის ცვლილებასაც განახორციელებს. ასევე, შეძლებს, ნახოს ბარათის ვადა, შეცვალოს საბანკო ბარათი, რომელზეც სამგზავრო ბარათია მიბმული და სხვა.

ვადიანი სამგზავრო ბარათის აქტივაცია ყიდვის მომენტიდან ხდება. მისი ყიდვა/მართვა შესაძლებელია გადახდის მოდულიდან და მეტი მენიუდან. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სატრანსპორტო აბონემენტს იყიდის, მას ბარათი პოპულარული გადახდების სექციაშიც გამოუჩნდება.

„საქართველოს ბანკის და ვადიანი სამგზავრო ბარათების ინტეგრირების უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათის ტარება არ დასჭირდება, რადგან ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის საბანკო ბარათზე მიბმას შეძლებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელს სწორედ ის სერვისი და პროდუქტი, იმ სივრცეში შევთავაზოთ, რომელიც მისთვის კიდევ უფრო კომფორტული იქნება“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა