სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), შავიშვილის, ქავთარაძის, ძოწენიძის, გამრეკელის, ზურაბ ანჯაფარიძის და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, ასმათის, დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ნესტან დარეჯანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ზემო ფონიჭალის დასახლების და სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდარეხის, აბუსერიძე-ტბილის, სახალხოს, აბაკელის და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, ვარკეთილო-3 X კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შუამთის, აბაშვილის, ქიზიყის, სამგორის, თვალჭრელიძის, სურგულაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ზურაბ ჟვანიას, ინგოროყვას, ჩიტაძის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, მანჯგალაძის, აბაშიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, დადიანის, გუდიაშვილის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა