სექტემბრიდან ფონდი „ბილივი“ ახალ საგანმანათლებლო წელს იწყებს და ფოთში მცხოვრებ მოსწავლეებს 3-თვიან, საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობას სთავაზობს

ფოთელ მოსწავლეებს წელს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, ფონდ „ბილივის“ ახალგაზრდულ ჯგუფს შეუერთდნენ და გამოცდილების გაზიარების პროგრამის (ESP) მონაწილეები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი „ბილივი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცდილების გაზიარების პროგრამა განკუთვნილია მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მისი ხანგრძლივობა 3 თვეა.

ფონდ „ბილივის“ დამფუძნებლის, მარიკა ნადარაიას ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, რეგიონში ურთიერთგაზიარების კულტურის დანერგვას ხელი შეუწყოს და ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობები შექმნას, გაიღრმავონ ცოდნა და ახალი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა ტიპის ლექციებსა და სემინარებზე დასწრებითა და ჩართულობით გამოცდილება მიიღონ.

„ჩვენ უკვე მე-9 წელია ვცდილობთ, ქ. ფოთში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს შევუქმნათ გარემო, სადაც ისინი არაფორმალურ განათლებას მიიღებენ, მოხალისეობრივ პროექტებში ჩაერთვებიან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპიკერებს შეხვდებიან. პროგრამის ფორმატი ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მოსაზრება თავისუფლად გამოთქვას და სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს. მე მოხარული ვარ, რომ წლიდან წლამდე, ამ პროგრამის მიმართ ახალგაზრდებში ინტერესი იზრდება“,- განაცხადა მარიკა ნადარაიამ.

მათივე ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს განაცხადის შევსება „ბილივის“ “ფეისბუქ” გვერდზე შეუძლიათ.

„პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ლოკალურ და გლობალურ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების დონე აიმაღლონ, ტრენინგ-სემინარების დახმარებით ახალი ცოდნა მიიღონ, საზოგადოების განვითარებაში წვილილი შეიტანონ, მოხალისეობრივ აქტივობებში ჩაერთონ და სოციალური პროექტები განახორციელონ.

2021-2022 სასწავლო წელს „ბილივის“ საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური განათლება 50-მდე მოსწავლემ მიიღო, საიდანაც ერთმა გამორჩეული ბილიველის ჯილდო მოიპოვა და „ბილივის“ სრული დაფინანსებით, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა.

საერთო ჯამში, 2014 წლიდან ახალგაზრების რაოდენობა, რომლებიც „ბილივის“ გუნდს შემოუერთდნენ, 500-ს აჭარბებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა