„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი“ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი“ ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში მდებარე უკრაინის წარმომადგენლობების მეშვეობით შეკრებილმა ათასობით ადამიანმა უკრაინის ეროვნული ჰიმნი ერთად შეასრულა.

საქართველოს საელჩოს სახელით საზოგადოებას სიტყვით უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა მიმართა.

„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა“ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უკრაინის საელჩოდან უკრაინის დამოუკიდებლობისა და დროშის დღე თითოეულ უკრაინელს მიულოცა.

„დღეს უკრაინა თითოეული უკრაინელის გმირობის ფასად დამოუკიდებლობას იცავს და ინარჩუნებს. გვინდა, უკრაინას დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზაზე მშვიდობა და გამარჯვება ვუსურვოთ“, - განაცხადა ალიანსის თავმჯდომარემ, ირაკლი კაჭარავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო