პროექტის „თანასწორობა უკეთესი ინტეგრაციისათვის“ ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ ორგანიზებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

25-27 აგვისტოს გაიმართა მრავალეროვანი საქართველოს მიერ ორგანიზებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, პროექტის ფარგლებში „თანასწორობა უკეთესი ინტეგრაციისათვის“. ღონისძიება მიეძღვნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკას.

„მრავალეროვანი საქართველოს“ სახელით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა. დისკუსიის ძირითად თემებს შორის იყო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის რეალიზების შეფასება, გეგმის ძირითადი მიმართულებები და აღნიშნული საკითხების მიმართ საქართველოს სახელმწოფო პოლიტიკა, თანამდევი პროცესები და შედეგები, რაც თავის მხრივ აისახა მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებში, საჭიროებებსა თუ ინტერესებში.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღეს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოადგილეებითურთ, ასევე შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე პასუხისმგებელ, შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ხსენებული სამინისტროებიდან.

ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ორ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებაზე – სახელმწიფო ენის სწავლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას განათლების ყველა საფეხურზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, სამინისტროს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

ღონისძიება გაიმართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიგეგმა და გაიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა