გიორგი ხანიშვილი უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ იშტვან ნაგის შეხვდა

თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართული საერთაშორისო გამოფენის APIMONDIA 2022 ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ იშტვან ნაგის შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხედვებზე, მიდგომებსა და მექანიზმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია წარმოება გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული.

„გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თაფლის წარმოების პოტენციალის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია დარგის მხარდაჭერა, მათ შორის, მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების დანერგვა. უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი დაინტერესდა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო პროგრამებით და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნის საკითხით.

სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გიორგი ხანიშვილმა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში მოიწვია. გამოფენაში APIMONDIA 2022 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. APIMONDIA 2022 24 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტოს დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე