ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით  შეიზღუდება

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. ამჟამად, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება. მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, 29 აგვისტოს 07:00 საათიდან 4 სექტემბრამდე, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ბოჭორმის ქუჩიდან და მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები კი ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით ვერ იმოძრავებენ.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით - ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით, ხოლო მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის საშუალებით.

„ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მეტროსადგურ „ისნიდან“ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, ხოლო ბოჭორმის ქუჩაზე გადაადგილება მეტროსადგურ „ისნიდან“ დასაშვები იქნება ჩაჩავას ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით. ბოჭორმის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ თელავის, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების დახმარებით.

სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333 და N393 მეტროსადგურ „ისნიდან“ მოძრაობას ორთაჭალის მიმართულებით - ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკისა და გულიას ქუჩების გავლით განაგრძობენ, ვახტანგ გორგასლის ქუჩით დაუკავშირდებიან ევროპის მოედანს, გადაინაცვლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე და მარშრუტს ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ ვახტანგ გორგასლის, გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გამოყენებით, დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ისანს“ და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N337 ავტობუსი ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას აწყურის ქუჩაზე განაგრძობს, კახეთის შესახვევით ნავთლუღის ქუჩაზე გადაინაცვლებს, ჰოლბრუკისა და გულიას ქუჩების გავლით კი, გორგასლის ქუჩას და ევროპის მოედანს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანს. ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, N337 ბარათაშვილის ქუჩიდან გორგასლის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ისანს“, შემდეგ სვლას განაგრძობს ჩაჩავას, აწყურისა და კაჩინსკის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით.

კახეთის გზატკეცილიდან ავტობუსი უკვე არსებული სქემით იმოძრავებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N462, N472, N528, N534 და N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას ჩაჩავას ქუჩაზე განაგრძობენ, აწყურის ქუჩით დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, რის შემდეგაც, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და დადგენილი მარშრუტით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ალექსანდრე წურწუმიასა და ზურაბაშვილის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, აწყურისა ქუჩით და კახეთის ქუჩის შესახვევის გავლით, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს