ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს ეკონომიკა და ტურისტული სექტორი  აღდგენის ერთ-ერთი სწრაფი ტემპით გამოირჩევა რეგიონში

საქართველოს ეკონომიკა და ტურისტული სექტორი გამოირჩევა აღდგენის ერთ-ერთი სწრაფი ტემპით რეგიონში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისის ცენტრში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ოფიციალური გახსნისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ეს სასტუმრო კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი სარგებლობს მზარდი ინტერესით როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორების მხრიდან.

მისი თქმით, 2022 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის მაჩვენებელს 20 პროცენტით გადააჭარბა, ხოლო იანვარი-ივლისის პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,6 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 87.4% - ს შეადგენს.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მდგრადია გამოწვევების მიმართ და გამოირჩევა აღდგენის ერთ-ერთი სწრაფი ტემპით რეგიონში", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინვესტიციამ 3,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სასტუმროში 40-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა სასტუმრო, რომლის რამდენიმე ნომერიც ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებთან.

სასტუმროს გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ტურისტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ