ქვემო ქართლში ფესტივალი „One Caucasus 2022" გაიხსნა

ოთხდღიანი ფესტივალი "ერთიანი კავკასია" ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი უსასყიდლო ინტერდისციპლინური ღონისძიებაა საქართველოში.

„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფესტივალის გახსნას დაესწრო.

უკვე მეცხრე წელია მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი წერაქვი, ფესტივალს მასპინძლობს და ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტებს კულტურისა და ხელოვნების გარშემო აერთიანებს.

წელს, პროექტის ძირითადი მიზანი უკრაინის მხარდაჭერა გახდა.

მუსიკასთან ერთად “One Caucasus 2022" სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს სთავაზობს, მათ შორის: ღია ვორქშოფებს, კინოთეატრს, გასართობ ზონას“,- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2014 წლიდან მოყოლებული ფესტივალმა უმასპინძლა ათასობით მონაწილეს და გააერთიანა 500-ზე მეტი მუსიკოსი მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს