მოსკოვში რუსეთის გენშტაბის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის მანქანა დაიწვა

მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ევგენი სეკრეტარევის მანქანა დაიწვა. მედიის ინფორმაციით, BMW X6 ლენინგრადის გზატკეცილზე, სეკრეტარევის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იყო გაჩერებული, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა.

გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ჯიპი განზრახ დაწვეს. თვითმხილველების თქმით, მანქანის სიახლოვეს საეჭვო ქალი შენიშნეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დასტურდება თუ არა მომხდართან მისი კავშირი.

ევგენი სეკრეტარევი გენერალური შტაბის მე-8 განყოფილებაში მუშაობს. ის სამხედრო ცენზურაზეა პასუხისმგებელი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს