აშშ-ს საზღვაო ძალების ორი ხომალდი ტაივანის სრუტეში, საერთაშორისო წყლებში შევიდა

აშშ-ს საზღვაო ძალების ორი ხომალდი ტაივანის სრუტეში საერთაშორისო წყლებში შევიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთი აცხადებს, რომ მზად არის „დაამარცხოს ნებისმიერი პროვოკაცია“.

მედიის ცნობით, ეს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია.

აშშ-ის საზღვაო ფლოტი აცხადებს, რომ ოპერაცია ამერიკის ერთგულებას აჩვენებს თავისუფალი და ღია ინდოეთ-წყნარი ოკეანის მიმართ. მათივე განცხადებით, აშშ-ს სამხედროები დაფრინავენ, მიცურავენ და მოქმედებს ყველგან, სადაც საერთაშორისო კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა