შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს

შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მათი განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის ავიაცია.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ, ტერიტორიაზე არსებულ ტყესა და მინდორში გაჩნდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს