ბელგიის ენერგეტიკის მინისტრი - თუ ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად არ ვიმოქმედებთ, ევროპას 5-10 წლის განმავლობაში საშინელი ზამთარი ელოდება

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრის, ტინ ვან დერის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს 5-10 წელი საშინელი ზამთარი ელოდებათ, თუ ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად არაფერი გაკეთდება.

მისივე თქმით, კავშირი გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის ხელოვნურია და რეფორმას საჭიროებს.

„მომდევნო ხუთიდან ათამდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ. უნდა ვიმოქმედოთ წყაროზე, ევროპულ დონეზე და ვიმუშაოთ გაზის ფასების გაყინვაზე“, - აღნიშნა ტინ ვან დერმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა უნდა შეჩერდეს.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე, რომელიც ახლა ხდება ენერგეტიკულ ბაზრებზე“, - აღნიშნა კანცლერმა.

მან ევროკავშირს ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ერთმანეთისგან გამოყოფისკენ მოუწოდა.

„არ შეიძლება მივცეთ პუტინის უფლება, განსაზღვროს ევროპის ელექტროენერგიის ფასი ყოველდღიურად“, - აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

ევროკავშირი გაზისა და ელექტროენერგიის გაზრდილ ფასებს ებრძვის მას შემდეგ, რაც გაზის მთავარი მიმწოდებელი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ამის გამო მას სანქციები დაუწესდა.

ცნობისათვის, ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა მიმდინარე კვირაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო