ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტურისტული სერვისების მიწოდების საკითხზე ტრენინგებს გეგმავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფრომაციით, ამ ეტაპზე დაიგეგმა ტრენინგი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ტურისტული სერვისები - მომსახურება და უსაფრთხოება“.

მათივე ცნობით, ტრენინგის თემატიკებია:

1.საერთაშორისო სტანდარტი „ინკლუზიური ტურიზმი და ISO 21902:2021 ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისები - ინკლუზიური ტურიზმი ყველასთვის - მოთხოვნები და რეკომენდაციები 2021-07“

2.ინფრასტრუქტურისა და სერვისების მისაწვდომობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შშმ პირთათვის - უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები.

3.ინკლუზიური ტურიზმის გამოწვევები საქართველოში და მსოფლიოს გამოცდილება.

4.ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის - შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

„ტრენინგი განკუთვნილია, როგორც განთავსების ასევე კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისათვისა და გიდებისათვის, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სექტორში დასაქმების მსურველებსაც.

ტრენინგები მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ადგილებს: თბილისი, თელავი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბორჯომი, წყალტუბო, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია, ქ.ბაღდათი, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი, გორი.

ტრენინგები იწყება 31 აგვისტოს ქალაქი თელავიდან. ხანგრძლივობა 1 დღე.

ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა მონაწილეს ადმინისტრაციისგან გადაეცემა სერტიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე. A.aroshidze@gnta.ge”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფრომაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ