წუთში 800 000 მოთხოვნაზე მეტი: WhiteBIT ტოკენების ლისტინგმა კრიპტო-აჟიოტაჟი გამოიწვია

ევროპაში უმსხვილესი უკრაინული წარმოშობის კრიპტოვალუტის WhiteBIT ბირჟამ წარმატებით განათავსა თავისი შიდა ტოკენი WBT. ამ მოვლენამ არნახული რეზონანსი გამოიწვია კრიპტოვალუტის ბაზარზე. ლისტინგის პირველი საათის განმავლობაში WBT ტოკენით ვაჭრობდა 100 ათასზე მეტი მომხმარებელი 80 ქვეყნიდან.

ამასთან, მოთხოვნების რაოდენობა ზოგჯერ წუთში 800 ათასს აღემატებოდა. WBT ლისტინგმა, რომელიც WhiteBIT ბირჟაზე ვაჭრობს USDT-სთან ერთად, არა მხოლოდ აჟიოტაჟი გამოიწვია მომხმარებლებს შორის, არამედ აჩვენა აქტივის ღირებულების დამაჯერებელი და სტაბილური ზრდა. ვაჭრობა დაიწყო 1,9 დოლარიდან და რამდენიმე საათის შემდეგ WBT ფასი 5,5 დოლარამდე ავარდა.

WBT ტოკენის გაშვების მეორე რაუნდით ჩვენ ვაჩვენეთ შესანიშნავი შედეგი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შედეგით, აგრეთვე მოთხოვნითა და ენთუზიაზმით, რომელიც გამოიჩინა კრიპტოვალუტის საზოგადოებამ WhiteBIT ტოკენის მიმართ. მე მადლობელი ვარ მთელი WhiteBIT-ის გუნდის, რადგან ტექნიკური თვალსაზრისით ადვილი არ არის დაეწიო მოთხოვნების ასეთ გიჟურ რაოდენობას ყოველ წუთში, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ განვახორციელოთ ყველაზე ამბიციური ინიციატივები და გეგმები. მე მიმაჩნია, რომ WBT ტოკენის მფლობელები კმაყოფილნი იქნებიან მიღებული უპირატესობებით. ზუსტად ეს იყო ამ ტოკენის გაშვების ძირითადი მიზანი - მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ნოსოვმა, WhiteBIT კრიპტობირჟის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს WhiteBIT ბირჟამ დააანონსა საკუთარი WBT ტოკენის გაშვების შესახებ. ბირჟის საბაზრო შეთავაზება იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ პირველი გაყიდვის ჩარჩოებში გამოშვებული 1 მილიონი WBT ტოკენი სულ 15 წუთში გაიყიდა ვაჭრობის დაწყებიდან.

მითითება: WhiteBIT არის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა ევროპაში. კომპანიას გავლილი აქვს KYC და AML პროცედურები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნას. Hacken-ის დამოუკიდებელი აუდიტის მონაცემებით ის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს ტოპ 2 ბირჟაში შედის და აქვს AAA რეიტინგი. WhiteBIT გუნდი 500 წევრისგან შედგება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო