საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ამ ეტაპზე მიმდინარეობს სექტორებზე არსებული მხრჩოლავი კერების დამუშავება - ხანძრის ქრობის პროცესი მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისთვის უწყვეტი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სექტორებზე არსებული მხრჩოლავი კერების დამუშავება. მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს