ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან უნდა გადარჩეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან “უნდა გადარჩეს”.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა მნიშვნელოვანია და შეფასება, რომელსაც ისინი მოამზადებენ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

„რამდენიმე დღის წინ მოვინახულე და მისი გარეგნული ნიშნები - განსაკუთრებით სისუსტე და წონის კლება, შემაშფოთებელია. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს მიეცეთ სრულყოფილი სამუშაო პირობები და გარემო, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სწორედ მათ მიერ შეფასდეს.

საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა. მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძირეული საკითხი, ჰუმანიტარული საკითხია, უკვე პოლიტიკურ განზომილებაშიც აღარაა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა გადარჩეს. მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად კმაყოფილია კლინიკის ექიმებისა და მკურნალობის, მაგრამ მისი ფიზიკური მონაცემები მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ მკურნალობის მხრივ არანაირი პროგრესი არაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ექსპერტების შეფასება, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, უცხოელი სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდნენ, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ დღეს მივიდნენ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი