კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ხანძრების წინააღმდეგ ინიციატივით მიმართავს

კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ხანძრების წინააღმდეგ ინიციატივით მიმართავს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბორჯომის ხეობაში განვითარებულმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა, ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს შორის, კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახანძრო უსაფრთხოების საკითხი და დღის წესრიგში დააყენა ფართო, მონაწილეობრივი დიალოგის საჭიროება რისკების მართვის სისტემების შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის.

„სახანძრო უსაფრთხოების გამართული სისტემის შესაქმნელად ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, თუმცა დღემდე რჩება ადვილად შესამჩნევი ხარვეზები, რაზეც ჩვენს კოალიციას გასულ წელსაც ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან. გარდა ამისა, უკვე დამდგარი შედეგების შეფასების პროცესში ყოველთვის იკვეთება ახალი გარემოებები, რაც საკვანძოა მომავალი რისკების პრევენციისთვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის და / ან პოლიტიკის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა უწყების ინიციატივით, საჭიროა განისაზღვროს ამჟამად არსებული მრავალუწყებრივი პლატფორმა, ან შეიქმნას ახალი, თუნდაც დროებითი სამუშაო ჯგუფი / კომისია, რომელიც დაკომპლექტდება როგორც საჯარო უწყებების, ასევე საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციების / ასოციაციების წარმომადგენლებისაგან და განახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს რისკ-ფაქტორების დადგენას და მონიტორინგის, პრევენციის, მზაობისა და რეაგირების კომპონენტების ანალიზს საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და ტექნიკურ დონეზე;
  • სისტემის გაუმჯობესების საჭიროებების განსაზღვრა, განფასება და ბიუჯეტირება;
  • საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია მიწების გადაწვასა და დაუცველ ზონებში კოცონის გაჩაღებაზე განსაზღვრული სანქციებისა და აღსრულების პროცედურების განხორციელებასთან;
  • ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენის გეგმის / გეგმების შემუშავება და ბიუჯეტირება.

წარმოდგენილი ამოცანებიდან გამომდინარე, ინიციატივა უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტთან და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით და შესაბამისობაში მოვიდეს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების ვადებთან და პროცედურებთან.

„ინიციატივა ხანძრების წინააღმდეგ“ 2021 წელს შეიქმნა და მისი მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის დიალოგის განვითარება სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია როგორც უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობისა და სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებების, ასევე, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ხელს აწერენ: ნანა ჯანაშია (CENN); ალეკო ცქიტიშვილი (“ადამიანის უფლებათა ცენტრი“); ნინო ზამბახიძე (“საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“); გიორგი გუჯარაიძე („ასოციაცია ტყის პროდუქტი“); ასევე ხელმომწერები არიან: გიორგი ვოლსკი „(ანდრიას ღვინო“; იაგო ბიტარიშვილი, იაგოს ღვინო; ლევან გოგოლაძე, ლევანის მარანი; გიორგი დავითაია, DoReMi WINE; თაკო ჟურული, ჟუკა-სანოს მარანი; დავით კაპანაძე, ტყლაპის მარანი; შორენა პატარიძე, პატარიძეების რაჭული; ზაზა დარსაველიძე, მარანი დასაბამი; შალვა ნატროშვილი, შალვა ნატროშვილის მარანი; შმაგი ავალიშვილი, ავალიშვილის მარანი; დავით კაპანაძე, ჩვენი ღვინო; ლაშა გურული, მარანი ენკენი; ბექა ასლანიშვილი, მარანი ბეას-ნები; თენგიზ დვალიშვილი, TD-Winery; ალეკო ცქიტიშვილი, ჭორტაულის ვენახები; რეზო გეთიაშვილი, ვაჟა გეთიაშვილის მარანი; გიორგი მშვენიერაძე, მშვენიერაძეების მარანი; შოთა ლაგაზიძე, ლაგაზი; გიორგი ღვარძელაშვილი, ღვარძელაშვილის მარანი; მამუკა კიკვაძე, სამთავისის მარანი; ზურაბ თოფურიძე, იბერიელი; მერაბ მათიაშვილი, მათიაშვილის მარანი; გოგიტა მაკარიძე, მაკარიძის მარანი; ალეკო ნარიმანიძე, ალექსანდრეს მარანი; ბაია აბულაძე, ბაიას ღვინო; მერაბ მირცხულავა, მარანი ალაფიანი; ივანე სტეფანაშვილი, ვარიანის მარანი; ელისაბედ ხმიადაშვილი, კახეთი ბიო; ილია არჩემაშვილი, თიანეთის ნობათი; მამუკა ალფაიძე, ფარკონი; გოჩა ძნელაძე, ჯეოფლაუერი; ნინო ჩაღრაღანიძე, მანნა; ნინო თიგიშვილი, თიგის სახლი; მელაანური ვინტაჟი, თეო თაბორიძე; გიორგი აბაშიძე, ბიპისი; გიორგი სეხნიაიძე, უშარო; ნათია ფსუტური, კოოპერატივი არაგველები; გიორგი მაისურაძე, მილმართი; ზვიად ნიჟარაძე, კაუკაზანი; ირაკლი დოლიძე, ფრიზ თი; მამუკა ხოშტარია, საქართველოს ხის დამამუშავებელთა და ავეჯის მწარმოებელთა ასოციაცია; ია თაბაგარი, შპს „ლივინგ რუთს“; ანა დიდებულიძე, „რობის მარანი“; ზაზა ჯაყელი, „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები“; მალხაზ ხარბედია, „მარანი კალამი“; ნინო ჩიტოშვილი, „ჩიტოს ღვინო“; ზაზა გაგუა, „ღვინო მარტვილი“; ლაშა ლომიძე, მარანი „ბარული“; მიხეილ ჭონიშვილი, „ჭონას მარანი“; სანათა წიწუაშვილი, მარანი „ლაგვანი"; არჩილ ნაცვლიშვილი, მარანი "კეროვანი"; ირაკლი გვაზავა, მარანი "გვაზი".

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა