„საქართველოს წითელმა ჯვარმა“ ახალი საქველმოქმედო კამპანია „გაუხალისე სასწავლო წელი“ #განათლებულითაობისთვის დაიწყო

„საქართველოს წითელმა ჯვარმა“ საქველმოქმედო კამპანია - „გაუხალისე სასწავლო წელი“ #განათლებულითაობისთვის დაიწყო, რომელიც 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო კამპანია თბილისსა და ბათუმში მცხოვრები ბავშვებისთვის ხორციელდება, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

კამპანია ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ ერთად ხორციელდება და შეგროვებული თანხა ბავშვებისთვის ძირითადი სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება.

„შეგახსენებთ, დონაცია შეგიძლიათ გაიღოთ, როგორც ნაღდი ფულით აგრეთვე ონლაინ, თქვენი დახმარებით ჩვენ შევძლებთ, რომ ბავშვები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ.

დონაციის ყუთი განთავსებულია „გუდვილის“ ფილიალებში მისამართებზე:

თბილისი: ფარნავაზ მეფის #1, გალერეა თბილისი შოთა რუსთაველი 2/4 #34, ქავთარაძის #1. ბათუმი: გორგილაძის#88,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს