სექტემბრის დასაწყისიდან თიბისი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვება

2022 წლის სექტემბრის დასაწყისიდან თიბისი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვება. „თიბისის” მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი “თიბისის” ბარათს მიაბან. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტის შეძენა და „თიბისის“ სასურველ ბარათზე დამატება შესაძლებელია მარტივად, „თიბისის“ მობაილ ბანკის მეშვეობით, ფილიალში მიუსვლელად. საბანკო/სამგზავრო ბარათი აქტიურდება შეძენიდან 3 (სამი) წუთში.

სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

თბილისის მეტრო

თბილისის ავტობუსი

თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი

თბილისის უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

„თიბისის” გადახდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ გოგიას განცხადებით, არსებობის 30 წლის მანძილზე, „თიბისი“ მუდმივად ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და ხელი შეუწყოს ციფრული სიახლეების დანერგვას.

“ამ ძალისხმევის ნაწილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, „თიბისის“ ბარათებს დაამატონ სამგზავრო აბონემენტები და უფრო მარტივად გადაიხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გადასახადი. ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაუმჯობესებასა და განახლებაში“, - განაცხადა მარიამ გოგიამ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „თიბისის“ ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს