ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება

მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს.

„ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასებს. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წარმოების წამალი საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს. ამას გარდა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს და რომ არ მოხდეს ფასების გაზრდა, დაწესდეს რეფერენტული ფასებიც, რომ არცერთ კომპანიას, არცერთ იმპორტიორს არ მიეცეს ფასებით მანიპულირების საშუალება ან შეთანხმებები არ მოხდეს ერთმანეთს შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა