სოსო გოგაშვილი - ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი პროკურატურის აგენტია და მან მითხრა, ჩემგან რა ჩვენებას ითხოვდნენ - შევხვდებით სტრასბურგში „груსებო“

ახლა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ანაბეჭდებსაც გადავცემთ და ამით დამთავრდება ეს ყველაფერი საქართველოში. შევხვდებით სტრასბურგში груსებო, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წერს.

მისივე განცხადებით, ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის ნომერი მას შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დავალებით გადასცეს.

გოგაშვილის მტკიცებით, დიმიტრი მჭედლიშვილი „პროკურატურის აგენტია“ და მან უთხრა, მისგან რა ჩვენებას ითხოვდნენ.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებით, დიმიტრი მჭედლიშვილის საქმით ადვოკატთა ასოციაცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა დაინტერესდნენ.

„306-ე საკნის კედელზე ტელეფონის ნომერი, საქართველოში ყველაზე „პროფესიონალი ადვოკატის“ - მჭედლიშვილის ნომერი გამოისახა და სასწაულებრივმა ძალამ ჩამძახა - „ზუსტად ეს აიყვანე ადვოკატად“. ძალიან უსუსურები და სასაცილოები ხართ.

ჩემი ორივე ადვოკატი არის ჩემი უახლოესი მეგობრების რეკომენდაციით ჩართული ჩემს საქმეში, რომელთაც სრულიად ვენდობი.

ვინ გაუწია რეკომენდაცია მჭედლიშვილს ჩემთან? ვინ დამაკავშირა ის? ვიმეორებ: მისი ტელეფონის ნომერი გომელაურის დავალებით გადმომცეს. მჭედლიშვილის თქმით, იგი გომელაურს არ იცნობს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მჭედლიშვილი არის პროკურატურის ფეხი, რომელმაც ხელისუფლებისგან (პროკურატურა) გადმომცა, რა სახის ჩვენებას ითხოვდნენ ჩემგან, ჩემს წინააღმდეგ შეკერილი საქმის ჩაფარცხვის, ჩემი ოჯახის ხელშეუხებლობისა და ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროკურატურას ჰყავს აგენტ-ადვოკატები, ვისი საშუალებითაც მსგავს კომუნიკაციას (ეს პროკურატურის არაოფიციალური შემოსავლის წყაროცაა, ამაზე შემდეგში) ახორციელებენ. დიახ, მჭედლიშვილი არის პროკურატურის აგენტი და ადვოკატთა ასოციაციამ უნდა იმსჯელოს ამის შესახებ, ასევე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, რომელსაც ჩემი აზრით, „ოცნება“ ჩანასახშივე ანადგურებს.

მე და ჩემმა ოჯახმა ადვოკატებთან ერთად შევძელით და ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობები (16 ივლისის ღამესა და 18 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით) დავადასტურეთ. ახლა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ანაბეჭდებსაც გადავცემთ და ამით დამთავრდება ეს ყველაფერი საქართველოში. შევხვდებით სტრასბურგში груსებო,“ - წერს გოგაშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია