ლევან დავითაშვილი - ძალიან საყურადღებო და ანგარიშგასაწევია ჯანსაღად მზარდი ექსპორტი მიმდინარე წელს, რაც 40%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

ძალიან საყურადღებო და ანგარიშგასაწევია ჯანსაღად მზარდი ექსპორტი მიმდინარე წელს, რაც 40%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე გაზრდილია ტრანსფერები სხვადასხვა მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში მომატებულია სავალუტო შემოდინებები.

„საზოგადოებას პერიოდულად წარვუდგენთ ჩვენს ანალიზს. ასევე საქსტატი მუდმივად აქვეყნებს ინფორმაციას ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. ძალიან საყურადღებო და ანგარიშგასაწევია ჯანსაღად მზარდი ექსპორტი მიმდინარე წელს, რაც 40%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მაშინ, როდესაც 2021 წელს საკმაოდ კარგი იყო ექსპორტის ზრდის დინამიკა და ჩვენ ვინარჩუნებთ საკმაოდ კარგ ექსპორტს.

ასევე საქსტატის მონაცემების ინფორმაციით, საქართველოში გაზრდილია ტრანსფერები სხვადასხვა მიმართულებით, ანუ სავალუტო შემოდინებები საქართველოში არის სტაბილურად. ვფიქრობთ, რომ ეს ვალუტის სტაბილურ გაცვლით კურსზე პოზიტიურად აისახება, შესაბამისად, ის მერყეობა, რომელიც ლარს ჰქონდა, არის ბაზრის პუნქტუაციებიდან გამომდინარე. ეს არის ერთჯერადი ფაქტორი და კურსი იქნება სტაბილური, რადგან ყველა მაკრომაჩვენებელი ამას ადასტურებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ეს იცოდეს. საქართველოში გრძელდება საკმაოდ კარგი ტურისტული აქტიური სეზონი, ტურისტულ ლოკაციებზე დატვირთვა არის საკმაოდ მაღალი.

პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო დაბალანსებული ეკონომიკური ზრდა, რათა ჩვენ ეს შევინარჩუნოთ შემდგომ პერიოდშიც ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი დასაქმება და საქართველოში შევქმნათ მეტი კეთილდღეობა, რომელიც გადანაწილდება და ჩვენ დავინახეთ, რომ აისახა კიდეც დასაქმების მაჩვენებლებში. კონკრეტული შედეგი ის არის, რომ 35 000 ადამიანით მეტი არის ფორმალურ დასაქმებაში კერძო სექტორში. ეს ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამა, რომელიც ასევე გამიზნულია იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩვენ შრომის ბაზარზე მოვახდინოთ ადამიანების ინტეგრირება საშუალო ვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა