ლევან დავითაშვილი - შტატგარეშეების შრომის ანაზღაურების ძირითადი ნაწილი სამედიცინო პერსონალს მოხმარდა და ბუნებრივიც არის, ეს იყო კოვიდის პანდემიიდან გამომდინარე

შტატგარეშეების შრომის ანაზღაურების ძირითადი ნაწილი სამედიცინო პერსონალს მოხმარდა და ბუნებრივიც არის, ეს იყო კოვიდის პანდემიიდან გამომდინარე - ვფიქრობ, რომ თემით სპეკულირება არამომგებიანია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას ჯანდაცვის მინისტრი გააკეთებს.

„შტატგარეშეების შრომის ანაზღაურების ძირითადი ნაწილი სამედიცინო პერსონალს მოხმარდა და ბუნებრივიც არის. ეს იყო კოვიდის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევები, რომელიც ჩვენ დავინახეთ და ამავე დროს იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესებულიყო, მათ შორის, სასოფლო დასახლებებში და რეგიონებში. უბრალოდ უფრო დეტალური ინფორმაცია უწყების ხელმძღვანელს გააჩნია და ბუნებრივია, ის მზად არის, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას გააცნოს. ანუ გაზრდილი სახელფასო ანაზღაურების ძირითადი წილი ზუსტად იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ყველაზე უფრო რთულ არეალებში და ვფიქრობ, რომ თემით სპეკულირება არამომგებიანია იმ ადამიანების მხრიდან, ვინც გაავრცელა. თუ არ ხდება სპეკულირება და ინფორმაციის განმარტება არის საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ. იმიტომ რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერის ინიციატივა იყო, რომ საჯარო სფეროში დასაქმებული თანამშრომლებისთვის სახელფასო ანაზღაურება უნდა გაიზარდოს და ის კერძო სექტორს უნდა დაუახლოვდეს, იმისთვის, რომ ჩვენ ხარისხიანი სერვისები გვქონდეს, ეს უწყობდეს ხელს ქვეყნის განვითარებას. ის ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანას ღირსეულად ემსახურებიან, ესენი იქნებიან იგივე მეხანძრე-მაშველები, რომლებიც დღეს ხანძარს ებრძვიან, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ა.შ. -მათი შრომა უნდა დაფასდეს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა