ჯანდაცვის მინისტრი - ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში თურქული წამლების იმპორტით დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა

ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში თურქული წამლების იმპორტით დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა საქართველოში თურქული მედიკამენტების იმპორტის შესახებ.

აზარაშვილის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი პრაქტიკა აქამდე დაინერგა, მედიკამენტების ფასები 40%-დან 70%-მდე შემცირდა.

„პერიოდულად ვაქვეყნებთ ხოლმე, თუ რა დანაზოგი ჰქონდა მოსახლეობას ამ დროის განმავლობაში. თებერვლის თვიდან აქტიურად შემოვიდა თურქული მედიკამენტები და დღეისათვის ათობით მილიონი ლარი აქვს მოსახლეობას დაზოგილი. დაახლოებით 180-დან 200 მილიონ ლარამდე ვვარაუდობთ წლის განმავლობაში, რასაც ჩვენი მოსახლეობა დაზოგავს, რაც მხოლოდ თურქული მედიკამენტების შემთხვევაშია და ასევე რეფერენტული ფასების შემთხვევაშიც, აქაც მნიშვნელოვან გაიაფებას ველოდებით.

ასეთი მოლოდინი გვაქვს იმ ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც ეს უკვე დანერგეს. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში და ჩვენს მეზობელ რამდენიმე ქვეყანაში 40%-დან 70%-მდე ფასების შემცირების ეფექტს მიაღწიეს. ვფიქრობ, რომ როგორც თურქული ბაზრის გახსნა, ისე რეფერენტული ფასები მნიშვნელოვანი პროექტია. ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა