სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის - „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის მხარეები, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა.

„მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივობაა 27 თვე და ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია სემეკი.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სატარიფო სისტემის რეფორმის ჩარჩოს შექმნაზე გადაცემისა და განაწილების სისტემის ოპერატორებისათვის ტარიფების გაანგარიშების მიზნით. ასევე, შემუშავდება საცალო ბაზრებზე წამახალისებელი სქემები მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის, შემუშავდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ჩარჩო, ყურადღება გამახვილდება განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სემეკის როლის გაძლიერებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო