ოთარ შამუგია - საწარმო, რომელიც ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს მიიღებს და 1კგ-ზე გადაანგარიშებით არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდის, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით, 10 თეთრით მხარდაჭერას მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საწარმო, რომელიც ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს მიიღებს და 1 კგ-ზე არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდის, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით, 10 თეთრით მხარდაჭერას მიიღებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პროცესიის კოორდინაციის მიზნით, შტაბი ფუნქციონირებას ხვალიდან დაიწყებს.

„ჩვენ წელს მოსავლიანობიდან გამომდინარე, დაახლოებით, 40 000-დან 50 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება მოგვიწევს. თითოეული საწარმო, რომელიც ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს მიიღებს და 1კგ-ზე გადაანგარიშებით არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდის, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით, 10 თეთრით მხარდაჭერას მიიღებს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა ფერმერმა არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება შეძლოს და შემდგომში მისი გადამუშავება მოხდეს. პროცესში დაახლოებით, 20-მდე საწარმო იქნება ჩართული და ისინი აღნიშნულ პროდუქციას ნედლეულის სახით გამოიყენებენ. იღებენ ვაშლის კონცენტრირებულ წვენს, ხილფაფებს და სხვა პროდუქტებს, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის, მათ შორის, ევროკავშირში,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო