წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტამბულის წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობა-მართვის სისტემებს გაეცნო

ქალაქ სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, წყლისა და წყალარინების სფეროს მიმართულებით მომუშავე რამდენიმე კომპანიას ესტუმრა. ვიზიტი 22-24 აგვისტო განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან, საპროექტო დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ნარიმანიძესთან და რეალიზაციის დეპარტამენტის უფროსთან, გიორგი თარხნიშვილთან ერთად, სახელმწიფო წყალმომარაგების კომპანიის ‘’DSI’’-ის რეგიონალური ოფისის საქმიანობასა და პროექტების დაგეგმარება-მშენებლობას გაეცნო.

„სამუშაო შეხვედრა ასევე გაიმართა ქალაქ სტამბულის წყალმომარაგების მართვის კომპანიის ‘’ISKI’’-ს ხელმძღვანელობასთან. კომპანიამ ქართველ კოლეგებს გაუზიარა თავისი გამოცდილება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ოპერირების, წყლის ხარისხის კონტროლის, მომხმარებელთა მომსახურების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა მოქმედი წყლისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობები და ლაბორატორიები.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მოეწყო თურქეთის წყალმომარაგების ინსტიტუტში (SUEN), სადაც თურქმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას წყლისა და წყალარინების გამწმენდი ობიექტების მშენებლობა-მართვის გამოცდილება გაუზიარეს. თავის მხრივ, თურქმა კოლეგებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შესახებ.

მხარეებმა ერთმანეთს დარგში არსებული ორი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა