რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავის N12 საპატიმროში ვიდეოკამერების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარვეზზე სახალხო დამცველი და საგამოძიებო ორგანო ინფორმირებული იყვნენ

იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის განცხადებით, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდეოკამერების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარვეზზე ინფორმაცია სამინისტროს არ დაუმალავს და ამის შესახებ სახალხო დამცველი და საგამოძიებო ორგანო ინფორმირებული იყვნენ.

ბრეგაძის თქმით, „ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ხარვეზები“.

„როდესაც ჩვენ და შესაბამისმა თანამშრომლებმა დაიწყეს იმ მოთხოვნაზე მუშაობა, რომელიც იყო სახალხო დამცველის, ასევე საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, აღმოჩნდა, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებში იყო გარკვეული ხარვეზი. ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ხარვეზები, სამწუხაროდ. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორც სახალხო დამცველს, ასევე საგამოძიებო ორგანოსაც. მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. ერთ-ერთ არხზე სენსაციად იყო გასაღებული ის, რომ ვყიდულობთ კამერებს და სპეციალურ მოწყობილობებს. განახლება ხდება იმ მიზნით, რომ გადავიდეთ უახლოეს და თანამედროვე სისტემაზე, სადაც ხარვეზი იქნება მინიმალიზებული“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა.

ომბუდსმენის განმარტებით, სოსო გოგაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაადასტურა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები, რის შემდეგაც სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება მოითხოვა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აღნიშნულ მოთხოვნაზე სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია