მელიქიშვილის გამზირზე არსებული ხეები დიდი თარგების გამო გადაირგვება, - ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ტოგონიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადარგვის პროცესი ხეების დაზიანების გარეშე ხორციელდება.
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტირების ეტაპზე გადაწყდა აღნიშნულ მისამართზე არსებული ამაღლებული თარგების დადაბლება, პირველად ნიშნულამდე დაყვანა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ოთხი ძირი კატალპა გადაირგვება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სანერგეში“, - განაცხადა პაატა ტოგონიძემ.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მწვანე ნარგავები შესაბამისი თარგის მიხედვით დაირგვება.
დედაქალაქში ბოლო ოთხ წელიწადში 300 000-ზე მეტი მწვანე ნარგავი დაირგო.