ჯვარიმინდორობის ფესტივალზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ოფიციალურად გაიხსნა

ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ტურისტების მისაღებად მზადაა. ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე საკემპინგე სივრცე ფოლკლორულ ფესტივალზე „ჯვარიმინდორობა“ ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

„მოსასვენებელი სივრცეები აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც მოლაშქრეებს საშუალებას აძლევს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ ტურისტულ ბილიკზე, სადაც საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრებია მოწყობილი, მოგზაურებს საშუალება აქვთ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020 წელს განახორციელა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს