ბსუ-ში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XII საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XII საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბსუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში 215 ქართველი და უცხოელი მათემატიკოსი სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენს ბოლო პერიოდში წარმოებული სამეცნიერო კვლევების შესახებ.

„კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ორი მინისიმპოზიუმი: ტოპოლოგია საქართველოში და ალგებრული გეომეტრია, ჯგუფების გეომეტრიული და ჰომოლოგიური ალგებრა.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ათი სექცია:

  • ალგებრა, ტოპოლოგია, გეომეტრია და რიცხვთა თეორია
  • გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლები გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში
  • დიფერენციალური განტოლებები და გამოყენებები
  • მათემატიკური განათლება და ისტორია
  • მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა
  • ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი
  • მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი
  • მათემატიკური ფიზიკა
  • ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა
  • ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის საერთაშორისო კონფერენცია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2010 წლიდან ბათუმში ყოველწლიურად ტარდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს