სამუშაო შეხვედრაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების" შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

ამასთან, განიხილეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონში იმგვარი ცვლილებების განხორციელების გზები, რაც გამოხატვის თავისუფლებას შესაძლებელს გახდის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებით. კერძოდ, საუბარი შეეხო ე. წ. „პანორამის თავისუფლებით" სარგებლობის უფლებებს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო გეგმაზე და სამუშაოს შემდგომ ნაბიჯებზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო