ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საკონსულომ რუსეთის საზღვარგარეთის ათწლიანი პასპორტების გაცემაზე განაცხადების მიღება შეაჩერა

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ათწლიანი ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტების გაცემაზე განაცხადების მიღება შეაჩერა. ხუთწლიანი პასპორტის გაცემა გრძელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარტია ზახაროვა რუსეთის ამ გადაწყვეტილების განმარტებისას აცხადებს, რომ ეს შეჩერება დაკავშირებულია ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად.

მისი თქმით, საუბარია მხოლოდ დროებით შეჩერებაზე, რაც დაკავშირებულია ათწლიანი პასპორტების გადაფორმატებასთან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რუსეთის საკონსულომ პასპორტების გაცემაზე აკრძალვა 26 აგვისტოდან დააწესა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა