უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერი ხუთი მიმართულებით მოიგერიეს

სევერსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა სუმის ოლქის ობოდის, ნოვოვასილევკასა და მიროპოლსკოეს დასახლებები, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას, რათა შეინარჩუნოს ადრე ოკუპირებული ტერიტორიები და თავიდან აიცილოს თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფების შეტევა.

„ხარკოვის მიმართულებით მტერმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა პრუდიანკას, დემენტიევკას, რუსკაია ლოზოვაიას, პეტროვკას, სტარი სალტოვის, პიტომნიკის, სოსნოვკასა და ველიკიე პროხოდის დასახლებების ტერიტორიები.

მტერმა შეტევა განახორციელა უდას დასახლების ტერიტორიაზე ტაქტიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ უკან დაიხია“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერი ბოგოროდიჩნის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დაზვერვის ჩატარებას ცდილობდა, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა რუსული ძალების საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას შნურკოვის მიმართულებით, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და უკან დაიხიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლები აწარმოეს ზაიცევის, შუმოვისა და კოდემას მიმართულებით, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა ისინი მოიგერიეს და უკუაგდეს.

ავდიივკას მიმართულებით რუსებმა რამდენიმე დასახლების ტერიტორია დაბომბეს და შეტევითი ბრძოლები ჩაატარეს მარინკასა და ნოვომიხაილოვკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.

„იუჟნობუჟსკის მიმართულებით, მტერმა დაბომბა ალექსანდროვკას, სტეპნაია დოლინას, ლიმანის, ბლაგოდატნოეს, მირნოეს, კოტლიაროვოს, შევჩენკოვოს, ნოვონიკოლაევკას, პერვომაისკოეს, პარტიზანსკოეს, შიროკოეს, კრასნაია დოლინას, მურახოვკას, ლოზოვოეს, ზელენოდოლსკის, ოლგინოსა და დობრიანკას დასახლებები. მოწინააღმდეგემ შეტევითი ბრძოლები განახორციელა პოტიომკინის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია“, - აცხადებენ გენშტაბში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ